ხარაგაულის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

Sunday, August 7, 2011

პროექტის აღწერა



პროექტის სახელწოდება: ხარაგაულის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
.პროექტის მთავარი თემა 1–2 წინადადებით: ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და ძეგლების  კატალოგის შექმნა.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ იცნობენ საკუთარი კუთხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ამ ისტორიული ძეგლების შესახებ მწირია ინტერნეტ რესურსები.
.პროექტის მიზნები: მოსწავლეების მიერ ხარაგაულის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება,  ფოტოალბომის შექმნა  და მოძიებული მასალის განათავსება ბლოგზე. თანამშრომლობისა და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნა: ბლოგზე განთავსებული ხარაგაულის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კატალოგი.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ციფრული ფოტო აპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ი. ვეფხვაძე, ,,ხარაგაული".
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): შევქმნი ჯგუფებს შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით, ერთი ჯგუფი  მოიძიებს ინფორმაციას ციხე–სიმაგრეების შესახებ,  მეორე  კი–  ეკლესია–მონასტრების შესახებ,  გადაუღებენ სურათებს, შექმნიან ფოტოალბომს და კატალოგს, დასრულებულ მასალას ბლოგზე განათავსებენ.  .
მოსწავლეები შეფასდებიან პროექტის შეფასების რუბრიკით.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეთერ ლომსაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:eterilomsadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://elomsadze.blogspot.com/